ევროპის ქვეყნები გათბობის სეზონს მიწისქვეშა გაზსაცავებში არსებული მარაგების რეკორდულად დაბალი დონით ხვდებიან. გამოცემა The Economist-ის ინფორმაციით, რეგიონში გაზსაცავების შევსების მაჩვენებელი ამჟამად მხოლოდ 72%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც 2021-2025 წლებში, ანალოგიურ პერიოდში, საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 88% იყო.
ყველაზე რთული მდგომარეობაა გერმანიაში, სადაც გაზსაცავების შევსების დონე დაახლოებით 57%-მდე შემცირდა.
გამოცემის შეფასებით, ევროპა ზამთრის სეზონს სერიოზული შეფერხებების გარეშე მხოლოდ იმ შემთხვევაში გაივლის, თუ ამინდი შედარებით რბილი იქნება და დეკემბრამდე კატარი თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებას დროულად აღადგენს.
განსაკუთრებით ცივმა ზამთარმა შესაძლოა ევროპასა და აზიის ქვეყნებს შორის თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვაზე კონკურენცია გაამწვავოს, რაც ენერგომატარებლის ფასების მკვეთრი ზრდის რისკს შექმნის.
ენერგომომარაგების დამატებით საფრთხეებს შორისაა ენერგიის ალტერნატიული წყაროების მუშაობის შესაძლო შეფერხებები, ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავების შემცირება და ატომური ელექტროსადგურების გაუთვალისწინებელი გაჩერება.