"ევრობარომეტრის" უახლესი კვლევის მიხედვით, ევროკავშირის მოსახლეობა ევროს ენდობა. 

კვლევაში გამოკითხული მოქალაქეების (74%) ევროს მიმართ ნდობას აფიქსირებს, ხოლო ევროზონაში ევროს მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (82%) აქვს.

ევროპის ეკონომიკურ მდგომარეობას გამოკითხულ ევროპელთა 46%  დადებითად აფასებს, 46%  – უარყოფითად.

გამოკითხულთა 49%, ფიქრობს, რომ ევროპის ეკონომიკური მდგომარეობა მომდევნო 12 თვის განმავლობაში სტაბილური დარჩება.

"ევრობარომეტრი 104" ჩატარდა 2025 წლის 9 ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში. ჯამში, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 26,445 მოქალაქე. გამოკითხვები ასევე ჩატარდა ცხრა კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყანაში (უკრაინის გარდა) და გაერთიანებულ სამეფოში.