ზაფხულის დასაწყისში ევროკავშირის მგზავრებს შეეძლებათ აირჩიონ ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ფრენა სათბურის გაზების გამოყოფის თვალსაზრისით. ამან უნდა დაიცვას ისინი „გრინვოშინგი“ - სგან (Greenwashing). ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. 

ავიაკომპანიები და ბილეთების სერვისები ამჟამად იყენებენ სხვადასხვა მეთოდებს ემისიების გამოსათვლელად. ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ შემუშავებული ახალი სისტემა ერთიან წესებს დააწესებს.

ავიაკომპანიებს შეეძლებათ ამ ახალ სისტემაში მონაწილეობა ნებაყოფლობით საფუძველზე. ფრენების ძებნისას ან ბილეთების ონლაინ შეძენისას, ამ ახალ ინფორმაციას ემისიების შესახებ დაერთვება სპეციალური ლოგოტიპი, რათა დაადასტუროს მონაცემების სანდოობა.