ევროკავშირში გაკოტრებული კომპანიების რაოდენობა 0,7%-ით შემცირდა 2024 წლის მეოთხე კვარტალში წინა სამ თვესთან შედარებით, ნათქვამია ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის განცხადებაში.
გადახდისუუნარო კომპანიების რაოდენობის ზრდა მხოლოდ ორ სექტორში დაფიქსირდა: განათლება და სოციალური საქმიანობა (+17,7%) და მრეწველობა (+1,6%). ყველაზე მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორში (-25.6%) და სასტუმროსა და კვების სექტორში (-12.2%).
ევროკავშირში ბიზნესის რეგისტრაციების რაოდენობა ოქტომბერ-დეკემბერში მესამე კვარტალთან შედარებით 2,6%-ით გაიზარდა. ამასთან, ზრდა ეკონომიკის ყველა სექტორში დაფიქსირდა.
ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა ტრანსპორტისა და სასაწყობო სექტორში (+5,7%) და მრეწველობაში (+3,5%), ყველაზე მცირე – სამშენებლო ინდუსტრიაში (+0,9%).