ევროკავშირი სურს, უკრაინისთვის გაყინული რუსული აქტივებით უზრუნველყოფილი მომავალი სესხები მკაცრ  პრინციპს „იყიდე ევროპული“ დაუკავშიროს, – ამის შესახებ Bloomberg იუწყება წევრი სახელმწიფოებისთვის ამ კვირის დასაწყისში წარდგენილ წინადადებაზე დაყრდნობით.

დოკუმენტის ვერსია საბოლოო არ არის და შესაძლოა, ხუთშაბათს დაგეგმილ სამიტამდე შეიცვალოს.

დოკუმენტის თანახმად, ხუთი წლის განმავლობაში  დაგეგმილია თანხების ნახევარზე მეტის - 210 მილიარდ ევრომდე გამოყოფა უკრაინაში, ევროკავშირსა და ბლოკის გარეთ არსებულ რამდენიმე პარტნიორზე, კერძოდ ნორვეგიაზე დაფუძნებული თავდაცვის მწარმოებლებისთვის.

სხვა ქვეყნების მონაწილეობა იქნება შეზღუდული და მკაცრად დარეგულირდება. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის შესაძლებლობა გამოიყენოს სესხი ამერიკული იარაღის შესაძენად, შეზღუდული იქნება. „დოკუმენტი კიევს გარკვეულ მოქნილობას მაინც უტოვებს, თუ გარკვეული სამხედრო აღჭურვილობა სასწრაფოდ არის საჭირო და მისი შეძენა ამ წესების ფარგლებში შეუძლებელია“, - წერს სააგენტო.

ვრცლად liga.net - ზე