ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი შეათანხმეს, რომელიც მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ადრე შემოღებული შეზღუდვების თავიდან არიდების წინააღმდეგ ზომების გამკაცრებას და სანქციების სიაში 71 პირისა და 30 ორგანიზაციის დამატებას. მათ შორის არიან ისინი, ვისაც უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში მონაწილეობა აქვთ მიღებული.

გარდა ამისა, აიკრძალა რუსეთში რეგისტრირებული ავტოფურგონების მიერ ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთა და ასევე ნავთობის ტრანსპორტირება „დრუჟბა“-ს მილსადენის სამხრეთის მკლავზე.

ახალი სანქციები გააძლიერებს საექსპორტო კონტროლს და იმ არარუსულ კომპანიებზე შემოიღებენ ზემოქმედების ახალ მექანიზმებს, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან წინა სანქციების თავის არიდებაში.

„მივესალმებით ჩვენ პოლიტიკურ შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე. კრემლის მხარდამჭერი ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული საექსპორტო შეზღუდვები კიდევ ერთ დარტყმას მიაყენებს პუტინის სამხედრო მანქანას. ჩვენი ინსტრუმენტი სანქციების თავიდან არიდების წინააღმდეგ არ მისცემს რუსეთს ამ სიიდან საქონლის მიღების საშუალებას“, - განაცხადეს ევროკომისიაში.