ევროკავშირის საბჭომ საინფორმაციო მანიპულაციებისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. შეზღუდვები დაუწესდა 7 ფიზიკურ პირს და 5 კომპანიას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ციფრული საინფორმაციო მანიპულაციური კამპანიისთვის, რომლის მიზანი იყო ინფორმაციის დამახინჯება და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მხარდამჭერი პროპაგანდის გავრცელება.
საბჭომ „შავ სიაში“ შეიყვანა რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან, გრუ-სთან დაკავშირებული ონლაინგამოცემა „ინფოროსი“ და მისი 3 დამფუძნებელი, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებული რუსული არაკომერციული ორგანიზაცია ANO Dialog-ი, რუსული დიასპორის ინსტიტუტი, ასევე ორი რუსული IT-კომპანია, რომლებიც ჩართული არიან რუსეთის ციფრულ დეზინფორმაციულ კამპანიაში.