აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის მიერ გაცემული ზოგადი ლიცენზიის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა დაუშვა, გემებზე 12 მარტამდე დატვირთული რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენა.
დოკუმენტში მითითებულია, რომ ნებისმიერ გემზე, მათ შორის სანქცირებულზე, დატვირთული რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაყიდვის, მიწოდების ან გადმოტვირთვისთვის საჭირო ყველა ტრანზაქცია დაშვებულია 2026 წლის 11 აპრილამდე.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა პუტინის სპეციალური წარმომადგენელი. კირილ დმიტრიევი ამბობს, რომ ამ ნაბიჯით ვაშინგტონმა აღიარა, რომ რუსული ნავთობის გარეშე გლობალური ენერგეტიკული ბაზარი სტაბილური ვერ დარჩება.