ევროკავშირმა რეგულაცია დაამტკიცა, რომელიც რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების სამართლებრივ საფუძველს ქმნის, - ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

„საბჭომ გადაწყვიტა, რომ ცენტრალურმა დეპოზიტარებმა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის 1 მილიონ ევროზე მეტ აქტივებს ფლობენ, ევროკავშირის შემზღუდავი ზომების შედეგად დაგროვილი გადაუდებელი ფულადი სახსრები ცალ-ცალკე უნდა აღრიცხონ და ასევე, შესაბამისი მიღებული შემოსავალი ცალ-ცალკე შეინახონ.

…ეს გადაწყვეტილება საბჭოს საშუალებას აძლევს, რომ ამ წმინდა მოგებიდან ევროკავშირის ბიუჯეტში ფინანსური შენატანის შესაძლო დაწესების შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება, რათა უკრაინას და შემდგომში მის აღდგენასა და რეკონსტრუქციას მხარი დაუჭიროს“, - აცხადებს ევროკავშირის საბჭო.