ევროკავშირის თორმეტ ქვეყანაში დიზელის ფასებმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია, მიწოდების შეფერხებებმა კი ბენზინგასამართ სადგურებზე საშუალო ფასი ლიტრზე 2.24 ევრომდე გაზარდა.

ევროკავშირის მასშტაბით, საწვავის საწვავის საშუალო ფასმა ბენზინგასამართ სადგურებზე რეკორდულ ნიშნულს - 2.24 ევროს მიაღწია ლიტრზე, ახლო აღმოსავლეთში ომამდე არსებულ 1.59 ევროსთან შედარებით, - ეს გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული მონაცემებიდან.

AFP-ის ცნობით, ევროკავშირის თორმეტმა ქვეყანამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, მათ შორის ბელგიამ, იტალიამ, რუმინეთმა და პოლონეთმა. ფასების ზრდა კიდევ უფრო მეტ ზეწოლას ახდენს ოჯახების ბიუჯეტზე. Euronews-ის ახალი კვლევის თანახმად, 50-ლიტრიანი ავზის დიზელის საწვავით შევსება ბულგარეთში ამჟამად ყოველთვიური მინიმალური ხელფასის 15%-ზე მეტი ჯდება.

ვრცლად euronews - ზე