ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ შეიცავს სანქციებს რიგი უცხოური კომპანიების მიმართ, რომლებიც მოსკოვს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება. ამის შესახებ მან გერმანულ მაუწყებელ ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი სერიოზულად არის განწყობილი ბოლო მოუღოს რუსეთის მიერ სანქციების თავიდან აცილებას.
„ამიტომ სანქციების მეთერთმეტე პაკეტში შესულია 90-ზე მეტი კომპანია მთელს მსოფლიოდან, რომელთათვისაც გვაქვს ნათელი მტკიცებულება, რომ ისინი არღვევენ სანქციებს, ანუ ისინი აწვდიან სანქცირებულ საქონელს პირდაპირ რუსეთს ევროკავშირიდან, მესამე ქვეყნების გვერდის ავლით. ამ კომპანიებიდან დაახლოებით რვა რეგისტრირებულია ჩინეთში.
ჩინური კომპანიები უნდა იყვნენ. ეს არის კომპანიები, რომლებიც ნაწილობრივ არსებობენ ქაღალდზე და ჰყავთ მფლობელები სხვა ქვეყნებიდან. მაგრამ ისინი დარეგისტრირებულნი არიან ჩინეთში“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.