ევროკავშირი პირველად აყენებს დარტყმას რუსეთის გაზის სექტორს, საომარი ეკონომიკის გულს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სანქციები მე-19 პაკეტის დაწესებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, აგრესორზე ძლიერი ზეწოლა ნარჩუნდება.

„ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა დაამტკიცეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი. აგრესორზე ძლიერ ზეწოლას ვინარჩუნებთ. პირველად ვაყენებთ დარტყმას რუსეთის გაზის სექტორს – მისი საომარი ეკონომიკის გულს. ჩვენ არ დავნებდებით, ვიდრე უკრაინელ ხალხს არ ექნებათ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მანამდე ევროკავშირის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ დანიამ გაავრცელა განცხადება, რომ ევროკავშირი შეთანხმდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე, რომელიც მიმართულია რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ და კრძალავს თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს.

1tv.ge