ევროკავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ფრანგი მეღვინეებისთვის 40 მილიონი ევროს დახმარება გამოყოს, – ამის შესახებ Radio France Internationale (RFI) ბლოკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელზე, კრისტოფ ჰანსენზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დაფინანსება მოდის „ფრანგული ღვინის ინდუსტრიისთვის კრიტიკულ მომენტში, რომელიც სტრუქტურული გამოწვევების წინაშე დგას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე“.
ევროკავშირის დაფინანსების ნაწილი გაუყიდავი ღვინის ჭარბი რაოდენობის შემცირებას მოხმარდება.