ევროკავშირი ნახევარგამტარების წარმოების გასაზრდელად 43 მლრდ ევროს გამოყოფას დათანხმდა. ამის შესახებ ევროკომისარმა შიდა ვაჭრობისა და მომსახურების საკითხებში ტიერი ბრეტონმა განაცხადა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
ჩინეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ნახევარგამტარების მიწოდების ჯაჭვის შეუფერხებლად ფუნქციონირებას.
„ევროპის ხედვაა, რომ 2030 წლისთვის გავაორმაგოთ და ვაწარმოოთ ევროპაში ყველაზე ენერგოეფექტური ნახევარგამტარები,“ - განაცხადა ბრეტონმა.
მოლაპარაკებების ერთ-ერთი ყველაზე საკამათო ნაწილი ბიუჯეტი იყო მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ქვეყნებმა ევროკომისიის თავდაპირველ გეგმას 400 მლნ ევრო მოაკლეს.