2035 წლამდე ევროკავშირის ქვეყნებში ღვინის მოხმარება წელიწადში საშუალოდ 0.9%-ით შემცირდება, - ამის შესახებ საუბარია ევროკომისიის სოფლის მეურნეობის პროგნოზში.

დოკუმენტის თანახმად, 2035 წლისთვის ევროკავშირში ერთ სულ მოსახლეზე ღვინის მოხმარება, სავარაუდოდ, 19.3 ლიტრს შეადგენს. 2021–2025 წლების პერიოდთან შედარებით (ერთ სულ მოსახლეზე 21.2 ლიტრი), საერთო კლება 9%-ია.

როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ევროპული ღვინის ზოგიერთი მსხვილი ბაზარი, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო, მსგავს ტენდენციას ავლენს.

ვრცლად rbc - ზე