ევროკავშირში დანერგილმა EES სისტემამ, რომელიც არაევროკავშირის მოქალაქეების ბიომეტრიულ შემოწმებას ითვალისწინებს, ზაფხულის პიკის პერიოდში სერიოზული შეფერხებები გამოიწვია. აეროპორტებში რიგები 3–5 საათს აღწევს, ხოლო ზოგიერთ რეისზე მგზავრების ნაწილი საერთოდ ვერ ასწრებს ჩასხდომას.

ავიაკომპანიები და აეროპორტები ევროკომისიას მოუწოდებენ, ზაფხულში სისტემის დროებით შეჩერებას, რადგან გაზრდილი მგზავრთნაკადი არსებული ინფრასტრუქტურის შესაძლებლობებს აჭარბებს.

ინდუსტრიის მონაცემებით, რიგ შემთხვევებში ბიომეტრიული სკანერები საერთოდ არ მუშაობს ტექნიკური პრობლემების ან პროგრამული განახლებების გამო, რის გამოც კონტროლი ხელით ტარდება და პროცესი კიდევ უფრო ნელდება. ზოგ აეროპორტში დამატებითი პერსონალის დაქირავებაც გახდა საჭირო.

ACI Europe-ის შეფასებით, ზოგ მგზავრს EES-ის გავლა 3.5 საათამდე უგრძელდება, მაშინ როცა სისტემა ერთ მგზავრზე ერთ წუთზე ნაკლებ დროს უნდა ხარჯავდეს.

სექტორის წარმომადგენლები აფრთხილებენ, რომ არსებული ვითარება ევროპაში ტურისტულ ნაკადზეც უარყოფითად აისახება.