ესტონეთსა და ფინეთს შორის ფინეთის ყურეში გაყვანილი წყალქვეშა ელექტროკაბელი, EstLink 2, კომერციულ გამოყენებას პარასკევს ღამით დაუბრუნდა.
„Estlink 2-ზე მაისში დაწყებული სარემონტო სამუშაოები გრაფიკზე ადრე დასრულდა და და კავშირი ელექტროენერგიის ბაზარზე კვლავ ხელმისაწვდომია პარასკევს, დილის 1 საათიდან“, - განაცხადა ესტონეთის გადამცემი სისტემის ოპერატორმა Elering-მა.
წყალქვეშა კაბელის დაზიანება სრულად აღდგენილია, დაზიანებული მონაკვეთი ამოღებულია და მის ადგილას დაახლოებით 1 კმ სიგრძის სარეზერვო კაბელი დამონტაჟდა, რომელიც კაბელის არსებულ დაუზიანებელ მონაკვეთებს დაუკავშირდა.