ესპანეთი, ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, ერთიანი სამგზავრო ბარათის შემოღებას გეგმავს. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ახალი ბარათის გაყიდვა 2026 წლიდან უნდა დაიწყოს. ახალი სამგზავრო საშვი გავრცელდება მატარებლებზე, ავტობუსებზე, მეტროსა და ტრამვაზე ქვეყნის 17-ვე რეგიონში.
ბილეთის ფასი ჯერ არ სახელდება. ესპანური პრესა ვარაუდობს, რომ მგზავრებს თვეში 30-დან 49 ევრომდე გადახდა მოუწევთ.
ესპანეთი გახდება ევროკავშირის მეხუთე ქვეყანა, რომელიც შესთავაზებს ერთ სამგზავრო ბარათს თავის ტერიტორიაზე მოგზაურობისთვის. ადრე ასეთი ბილეთები გამოჩნდა გერმანიაში, ავსტრიაში, უნგრეთში, სლოვენიასა და საფრანგეთში.