ესპანეთში ასტურიის რეგიონში მასშტაბური ხანძარია. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ამ დროისთვის, ხანძრის 90-ზე მეტი კერა არსებობს, რომელთა ჩაქრობასაც ასობით მეხანძრე ცდილობს. ხანძართან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.

სტიქიის გამო რამდენიმე ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. ესპანეთის ხელისუფლება თვლის, რომ ხანძარი ხელოვნურადაა გაჩენილი და პირებს, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს ტერორისტებს უწოდებს.