ევროპის ჩემპიონატი ესპანეთი-ინგლისის ფინალური დაპირისპირებით დასრულდა. ფინალის შესაფერის დაძაბულ და ემოციურ მატჩში გამარჯვება ესპანეთს დარჩა – 2:1.
ფაქტები
- ესპანეთის არც ნაკრები და არც კლუბი 2001 წლიდან მოყოლებული დიდი ტურნირის ფინალში არ დამარცხებულა.
- ესპანეთმა მეოთხედ მოიგო ევროპის ჩემპიონატი. ეს რეკორდია. ევროპა სამჯერ აქვს მოგებული გერმანიას.
- ინგლისი და ესპანეთი ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. გარეტ საუთგეიტი მაშინ ინგლისის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში თამაშობდა. ინგლისმა მატჩი პენალტების სერიაში მოიგო (4:2).
- ესპანელთა მწვრთნელ ლუის დე ლა ფუენტეს მოგებული აქვს 19-წლამდელთა, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატები და ახლა უკვე – ევრო 2024.