ირანის ბირთვული პროგრამა „ისე განადგურდა, როგორც არასდროს არავის უნახავს“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Fox News-თან ინტერვიუში.

„ეს მათი ბირთვული ამბიციების დასასრულს ნიშნავდა, სულ მცირე, გარკვეული პერიოდით“, - განაცხადა ტრამპმა, ირანში სამი ძირითადი ბირთვული ობიექტის დაბომბვიდან ერთი კვირის შემდეგ.

ტრამპმა ფორდოუს მიწისქვეშა ობიექტზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ბომბმა გაიარა ისე, თითქოს კარაქი ყოფილიყო, თითქოს ნამდვილი კარაქი ყოფილიყო“.

მისი განცხადებით, „მთელი ადგილი უბრალოდ განადგურდა“.

აშშ-ის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ირანელებს თავდასხმამდე ფორდოუს ობიექტიდან ურანი არ გაუტანიათ.

„ვფიქრობ, თავიდან ეს ძალიან რთული იყო. ეს ძალიან საშიშია. ის ძალიან მძიმეა, ძალიან, ძალიან მძიმე. ეს ძალიან რთული საქმეა“, - დასძინა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, ირანს ბირთვული იარაღის შექმნამდე „კვირები აშორებდა“. მისივე თქმით, თეირანი ბირთვული პროგრამის განახლებას არ აპირებს.

„ამჟამად ყველაზე ნაკლებად, რაც სურთ, ბირთვულ იარაღზე იფიქრონ. მათ თავი უნდა დაუბრუნონ თავის მდგომარეობასა და ფორმას“.

ტრამპი ამბობს, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის კამპანიის შედეგად, მეტი ქვეყანა დაამყარებს მშვიდობას ისრაელთან.

ipn.ge