ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატებში მიმდინარეობს „ეგზისტენციალური ბრძოლა“, რომელიც მარგინალურ ჯგუფებზე მზარდი თავდასხმებით და დემოკრატიული იდეალების ეროზიით ხასიათდება.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სიტყვით გამოვიდა ჩიკაგოში გამართულ ადვოკატთა ეროვნული ასოციაციის მე-100 ყოველწლიურ გალა-საღამოზე - ღონისძიებაზე, რომელზეც პატივი მიაგეს ქვეყანაში სამოქალაქო უფლებების მემკვიდრეობითობას.

„მეგობრებო, ჩვენ ამ ადმინისტრაციის მძიმე სინამდვილეს თვალი უნდა გავუსწოროთ და დავუპირისპირდეთ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

თავის გამოსვლაში, მან გასული საუკუნის 60-იანი წლებში არსებული მდგომარეობა გაიხსენა და ხაზგასმით განაცხადა, რომ აშშ-ის დემოკრატია მას შემდეგ ასეთი დიდი საფრთხის წინაშე არ მდგარა.

„არის მცდელობა, წაიშალოს ისტორია, წაიშალოს თანასწორობა, წაიშალოს თავად სამართლიანობა“, - დასძინა მან.

იურისტთა ეროვნული ასოციაცია, რომელიც 1925 წელს დაარსდა, არის შავკანიანი მასწავლებლების, მოსამართლეებისა და იურისტების უძველესი და უდიდესი ორგანიზაცია აშშ-ში.

მისი სცენა ბაიდენმა სამოქალაქო უფლებების დაცვაში შავკანიანი იურისტების როლის ხაზგასასმელად გამოიყენა და იმ პოლიტიკური ინიციატივების წინააღმდეგ გაილაშქრა, რომლებიც, მისი აზრით, საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიას.

ამჟამინდელი მთავრობის კრიტიკა

ყოფილმა პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა დონალდ ტრამპის მთავრობა. მან დაგმო ის დაუფარავი „სიხარული“, რომლითაც, მისი თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსი ლეგალური მიგრანტების დეპორტაცია უყურებს.

„ჩვენ ვხედავთ ზოგიერთი პოლიტიკოსის აშკარა სიხარულს, რომელიც იმით არის გამოწვეული, რომ ხედავენ, თუ როგორ აძევებენ ერთადერთი სახლიდან და აშორებენ საკუთარ ოჯახებს ხელბორკილებდადებულ მიგრანტებს, რომლებიც ქვეყანაში ლეგალურად იმყოფებიან“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენმა ასევე წუხილი გამოთქვა, რომ იურიდიულმა ოფისებმა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მომდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლას ვერ გაუძლეს.

ექს-პრეზიდენტის თქმით, მზარდი მტრული რიტორიკისა და მუქარის სამიზნეები გახდნენ ფედერალური მოსამართლეებიც, რომელთაგან ზოგიერთი თავისი უსაფრთხოების დაცვას საკუთარი ძალებით ფიქრობს.

ჯანმრთელობა, მოგონებები და პოლიტიკური კარიერის დასრულება

ბოლო თვეების განმავლობაში ბაიდენი იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში. ივლისის დასაწყისში ის სიტყვით გამოვიდა ადამიანური რესურსების მართვის საზოგადოების კონფერენციაზე სან დიეგოში, სადაც აღნიშნა, რომ მემუარების წერას ამთავრებს და პროსტატის კიბოს ებრძვის.

მან საკუთარი თავი მოიხსენია, როგორც „ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც ოდესმე აურჩევიათ სენატში“ და „ყველაზე ხანდაზმული, რომელიც აურჩევიათ პრეზიდენტად“, თუმცა კოგნიტური დაქვეითების შესახებ ბრალდებებზე კომენტირი არ გაუკეთებია.

თუმცა, მისმა წიგნმა შეიძლება გარკვეული წარმოადგენა შეგვიქმნას პრეზიდენტის პოსტზე მისი ყოფნის ოთხ წელსა და პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე და ის, უდავოდ, საინტერესო იქნება იმ ხმების ფონზე, რომელიც ბოლო დროს თეთრ სახლში მისი კოგნიტური დაქვეითების შესახებ ვრცელდებოდა.

გალა-საღამოზე ბაიდენმა შეაქო კამალა ჰარისი, მაგრამ არ უხსენებია ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიიდან თავისი წასვლის გადაწყვეტილება. ამ თემაზე კომენტარის არგაკეთება ანალიტიკოსებმა შეაფასეს, როგორც აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებასთან გამომშვიდობება და იმ მემკვიდრეობის დაცვაზე ფოკუსირება, რომლის დატოვებაც თავად სურს.

წყარო:  1 არხი