თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა მეუღლესთან ერთად საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო.


თურქეთის პრეზიდენტმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რომ არჩევნები „თურქეთის დემოკრატიის სასიკეთოდ მიიმართება“.


„ხმის მიცემის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით სირთულეების გარეშე გრძელდება. მიწისძვრის რეგიონში მყოფი ჩვენი მოქალაქეები ასევე მონაწილეობენ არჩევნებში დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ. სირთულეები არც ამ რეგიონში გვქონია“, - აღნიშნა ერდოღანმა.


პრეზიდენტმა მოქალაქეებს თავისი არჩევანის დაფიქსირებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს „თურქული დემოკრატიის“ ძალის დემონსტრირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია“.