თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ილჰამ ალიევი, ნახიჩევანში, სომხეთის საზღვარზე, მიიღებენ მონაწილეობას გაზსადენის საძირკვლის ჩაყრისა და სამხედრო წარმოების კომპლექსის გახსნის ცერემონიალში. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება.
„პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მოწვევით 2023 წლის 25 სექტემბერს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა ნახიჩევანს. პრეზიდენტ ერდოღანსა და ბატონ ალიევს შორის შეხვედრისას განიხილება თურქეთისა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობები.
განხილული იქნება, ასევე, აზრთა გაცვლა რეგიონული და გლობალური დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე, პირველ რიგში ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებზე“, - აცხადებენ დეპარტამენტში.
განმარტავენ, რომ ერდოღანის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად იგდირ-ნახიჩევანის გაზსადენის პირველი ქვის დაგების ცერემონიალში მონაწილეობა და ნახიჩევანის მოდერნიზებული სამხედრო-სამშენებლო სადგურის გახსნა.