კომპანია Equinor-ი და მისი პარტნიორები იოჰან სვერდრუპის (Johan Sverdrup) საბადოს განვითარების მესამე ფაზაში 13 მილიარდ ნორვეგიულ კრონას (1.3 მილიარდი აშშ დოლარი) ჩადებენ.

მესამე ფაზის ფარგლებში, სავარაუდოდ, 755 000 ბარელი ნავთობის ეკვივალენტის წარმოება მოხდება, რაც ნორვეგიის ამჟამინდელი ნავთობის წარმოების დაახლოებით ერთ მესამედს შეადგენს. წარმოების დაწყება 2027 წლის მეოთხე კვარტალში იგეგმება.

საბადო მდებარეობს ჩრდილოეთის ზღვაში, სტავანგერიდან 160 კმ-ში, 110-120 მ სიღრმეზე.

2024 წელს იოჰან სვერდრუპმა 260 მილიონი ბარელი ნავთობით წარმოების რეკორდი დაამყარა, რაც ნორვეგიული საბადოდან ნავთობის წლიური წარმოების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

პროექტის ოპერატორია Equinor Energy, რომელსაც 42.63%-იც ეკუთვნის, Aker BP-ს - 31.57%, Petoro-ს - 17.36%, ხოლო TotalEnergies-ს - 8.44%.

წყარო: Interfax