ჯერ მთავარზე შევთანხმდეთ:

  • ე. წ. ნეთვორქინგი იმგვარი ურთიერთობების შენებას ეხება, რომლებიც საერთო ღირებულებას ეფუძნება და ადამიანებს ზრდაში ეხმარება. 
  • ძლიერი კავშირები ემოციურ და მენტალურ ჯანმრთელობას უზრუნველყოფს კუთვნილების შეგრძნების შექმნითა და მხარდაჭერით. 
  • მზადყოფნა, საკუთარი თავის წარმოჩენა და ხარისხიანი ინტერაქციებისთვის პრიორიტეტის მინიჭება ადამიანებს ეფექტური კავშირების დამყარებაში ეხმარება, მაშინაც კი, როცა სოციალური ინტერაქციები გამოწვევებით სავსე ჩანს. 

ახლა კი რჩევებზე გადავიდეთ, ნეთვორქინგის დროს:

იყავით საკუთარი თავი — არ აქვს მნიშვნელობა, ახალ სამეგობრო წრეს უერთდებით თუ პოტენციური მომხმარებლების პოვნას ცდილობთ, მიეცით მათ საშუალება, თქვენი ავთენტური ვერსია გაიცნონ. 

დაამყარეთ პერსონალური კავშირები — დაიმახსოვრეთ ადამიანების სახელები და რაღაც პერსონალური მათზე, რადგან მათ არ სურთ, თავი თქვენს ფაილში კიდევ ერთ გამოსადეგ პერსონად იგრძნონ. 

გამოხატეთ გულწრფელი ინტერესი ყოველი ადამიანის მიმართ, რომელსაც შეხვდებით — დაუსვით კარგად ნაფიქრი კითხვები, რომლებიც გულწრფელ ინტერესს გამოხატავს სხვების მიმართ. 

იყავით მომზადებული — თუ, მაგალითად, კონფერენციაზე მიდიხართ, სპიკერების ან იმ ადამიანების შესახებ მოიძიეთ ინფორმაცია, რომლებიც იქ დაგხვდებათ. ასე თავს მეტად თავდაჯერებულად იგრძნობთ და უფრო მნიშვნელოვან ინტერაქციებსაც მოახერხებთ. 

აქციეთ ხარისხიანი ინტერაქციები თქვენს მიზნად — ბიზნესბარათებისა თუ ლინკდინის კავშირების დაგროვების ნაცვლად, დრო უფრო მცირე, მაგრამ სიღრმისეული ურთიერთობების ჩამოყალიბებას დაუთმეთ — ერთი ძლიერი ადვოკატი 50 ჩვეულებრივ ნაცნობს ჯობია.

ხოლო, თუ ნეთვორქინგი ონლაინ სივრცეში მიმდინარეობს:

როცა ადამიანები თქვენს პროფილს ნახავენ, საშუალება მიეცით, მეტი გაიგონ თქვენ შესახებ — თქვენმა ონლაინ ფორუმმა ადამიანებს საშუალება უნდა მისცეს, გაიგონ, ვინ ხართ, რა მიზნები და მისია გამოძრავებთ. 

იაქტიურეთ — ონლაინ სივრცეში ნეთვორქინგისას თანმიმდევრული უნდა იყოთ. დააკომენტარეთ, გააზიარეთ, მისწერეთ, როცა ამას საჭიროდ ჩათვლით, თუმცა ზედმეტი სქროლვა ან აზრსმოკლებული ინტერაქციები ეცადეთ, თავიდან აირიდოთ. გახსოვდეთ, თქვენი აქტივი დრო და ენერგიაა. 

დააწესეთ საზღვრები — უხეშად კი შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ფაქტია, მნიშვნელოვანი დრო ხშირად უაზრო სქოლვაში გვეხარჯება. ამიტომ, როცა საჭიროდ ჩათვლით, შეისვენეთ ეკრანებისგან — გამოყავით დრო კავშირების დასამყარებლად და შემდეგ ისევ დაუბრუნდით ჩვეულ ცხოვრებას. 

www.marketer.ge