მიმდინარე კვირაში Alef Aeronautics-მა განაცხადა, რომ მის მფრინავ მანქანას "Model A" ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციისგან ფრენის განხორციელების ნებართვა ოფიციალურად მიენიჭა, სანამ აღნიშნულ მოდელი ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ის უნდა გამოიცადოს როგორც  ხმელეთზე ასევე  ცაში. 

კომპანიის მიერ  გავრცელებულ  რელიზში ნათქვამია, რომ ალეფი არის პირველი კომპანია, რომელმაც FAA-სგან სპეციალური საჰაერო ვარგისიანობის სერტიფიკატი მიიღო. სერტიფიკატის მიხედვით შეზღუდულია ადგილებისა და დანიშნულების ჩამონათვალი სადაც მანქანას  ფრენების განხორციელების  ნებართვა აქვს.

მანქანა ფრენის დაწყებამდე ასევე უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნული გზატკეცილისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაციის უსაფრთხოების სტანდარტებს.

როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ჯიმ დუხოვნი ამბობს, კომპანია "იმედოვნებს" სერთიფიკაცია "შემდეგი ნაბიჯი იქნება".

„მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში არსებობდნენ ისეთი პიონერები, როგორიცაა Terrafugia, Paul Moller და Henry Ford, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრადიციული გაგებით მანქანამ მიიღო ფრენის ნებართვა. ასევე მნიშვნელოვანია,ისიც  რომ ალეფი არის პირველი ელექტრო მანქანა, რომელმაც მიიღო ფრენის ნებართვა და ბოლოს,  არანაკლებ მნიშვნელოვანი დეტალია, ვერტიკალური აფრენის შესაძლებლობა“ - აღნიშნავს ჯიმ დუხოვნი .

ფედერალური რეგულაციების კოდექსის თანახმად, ალეფი ვალდებულია, რომ ნებისმიერი საკითხი შეატყობინოს აშშ-ს სამთავრობო სააგენტოს შეატყობინოს, მათ შორის გაუმართაობის ან დეფექტების შესახებ საკითხები, “რომელიც Model A" შემუშავებისა და ტესტირების დროს წარმოიქმნება.