მარტში, თებერვლის გადახედილ მაჩვენებელთან შედარებით, სურსათის გლობალურმა ფასებმა 2.4%-ით მოიმატა და ზრდა მეორე თვეა გრძელდება, – ამის შესახებ ნათქვამია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) აპრილის ანგარიშშია ნათქვამი.
„ყველა სასაქონლო ჯგუფის - მარცვლეულის, ხორცის, რძის პროდუქტების, მცენარეული ზეთებისა და შაქრის - ფასების ინდექსები სხვადასხვა ხარისხით გაიზარდა, რაც განპირობებული იყო როგორც საბაზრო პირობებით, ასევე ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის შედეგად ენერგომატარებლების ფასების ზრდაზე რეაგირებით“, - ნათქვამია ანგარიშში. 2025 წლის მარტთან შედარებით, ფასები 1%-ით გაიზარდა. თუმცა, ეს 2022 წლის მარტში დაფიქსირებულ პიკურ დონესთან შედარებით 19.8%-ით ნაკლებია.