ირლანდიური მედიის ცნობით, დუბლინში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა სულ მცირე 5 ადამიანი დაჭრა, მათ შორის 2 ბავშვია.  დაშავებულთაგან 2 - ქალი და ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია. ხუთივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თავდასხმა ირლანდიის დედაქალაქის ცენტრში ადგილობრივი დროით შუადღის ორ საათზე მოხდა. მოტივი ჯერჯერობით უცნობია.