არაბეთის გაერთიანებული საამიროების ორი უდიდესი ქალაქი, დუბაი და აბუ-დაბი ერთმანეთს ჩქაროსნული მატარებლებით დაუკავშირდება, რომელთა მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ იქნება.

ეს მატარებლები ორ პოპულარულ მიმართულებას შორის მგზავრობის დროს 30 წუთამდე შეამცირებენ. პროექტი ადგილობრივმა სარკინიგზო გადამზიდავმა, Etihad Rail-მა ოფიციალურად უკვე ჩაუშვა. 

Etihad Rail-მა, ასევე, საამიროებში სამგზავრო მატარებლების პირველი პარკი წარადგინა, რომლებიც საწყისი სადგურებიდან, აბუ დაბიდან, დუბაიდან, შარჯიდან და ფუჯეირიდან 200 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებენ.