აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტი საფრანგეთში ექნება და ნოტრ დამის გახსნას დაესწრება.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, 7 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებს პარიზში ღვთისმშობლის ტაძრის გახსნაში.

„ემანუელ მაკრონმა გაწია შესანიშნავი სამუშაო, რათა უზრუნველყოფილი ყოფილიყო ღვთისმშობლის ტაძრის სრული ბრწყინვალება და მეტიც. ეს იქნება ძალიან განსაკუთრებული დღე ყველასთვის“, – წერს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი, 2019 წლის აპრილში ხანძრისას დაზიანდა.

1tv.ge