აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ღაზაში ომის დასრულების შეთანხმებასთან მხარეები ახლოს არიან.
დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს, რომ არსებობს „ნამდვილი შანსი ახლო აღმოსავლეთში დიდების მისაღწევად“.
„ჩვენ გვაქვს ახლო აღმოსავლეთში დიდების მიღწევის რეალური შანსი. ყველანი მზად ვართ რაღაც განსაკუთრებულისთვის – პირველად ისტორიაში. ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – წერს ტრამპი.
შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეთანხმების კონკრეტულ დეტალებზე განცხადებაში არაფერი აღუნიშნავს.
ცნობისთვის, 29 სექტემბერს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უმასპინძლებს.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებობს რეალური შანსი „დიდების მისაღწევად“.
როგორც მედია აღნიშნავს, ტრამპმა ღაზაში ომის დასრულების შეთანხმების მიღწევის შესახებ ოპტიმიზმი გამოთქვა ორშაბათს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ.
ტრამპს არ წარმოუდგენია ღაზაში მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამომავლო შეთანხმების კონკრეტული დეტალები, თუმცა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა Fox News-ს განუცხადა, რომ აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირები ისრაელისა და არაბი ლიდერების „ძალიან რთულ“ მოლაპარაკებებში არიან ჩართულნი.