დიდი ბრიტანეთის მთავრობა აგრძელებს NatWest-ში (ყოფილი Royal Bank of Scotland) წილის შემცირებას, რომელიც ახლა 8%-ზე დაბალია. 

ლონდონის საფონდო ბირჟის ვებსაიტის მიხედვით, ხელისუფლებამ გაყიდა NatWest-ის 74,3 მილიონი აქცია, რამაც მისი წილი ბანკში 8,9%-დან 7,98%-მდე შეამცირა. მთავრობა ახლა ფლობს 642,6 მილიონ NatWest-ის აქციებს, 2,71 მილიარდი ფუნტის (3,39 მილიარდი დოლარი) ღირებულების ორშაბათის დახურვის ფასზე დაყრდნობით.

Royal Bank of Scotland, ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ბანკი, ნაციონალიზებულ იქნა 2008 წელს ფინანსური კრიზისის შემდეგ. ბანკმა მიიღო 45,5 მილიარდი ფუნტი გადასახადის გადამხდელებისგან მისი აქციების 81%-ის სანაცვლოდ.

შემდეგ U.K. Government Investments Ltd.–მ (UKGI), რომელიც ბრიტანეთის მთავრობის სახელით მართავს ბანკის წილს, დაიწყო მისი ზომის თანდათანობითი შემცირება. UKGI სავარაუდოდ დაასრულებს ფასიანი ქაღალდების გაყიდვას 2025-2026 წლებში.

interfax