დიდი ბრიტანეთის მთავრობა შეიმუშავებს გეგმას საცალო ვაჭრობის, ძირითადად საკვებ პროდუქტებზე, მათ შორის პურისა და რძის ფასზე ლიმიტის დაწესების შესახებ. ამ ინიციატივით ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი რიში სუნაკი გამოვიდა. ამის შესახებ Telegraph-ი და Bloomberg-ი წერს.

ეს ნაბიჯი სუპერმარკეტების ფასების კონტროლის ყველაზე დიდი მცდელობა იქნება 1973 წელს პრემიერ მინისტრ ედვარდ ჰითის მიერ დაწესებულ კონტროლზე.

სურსათის ფასის ზღვრული ხელშეკრულებების დადების წინადადება მთავრობასა და დარგის წარმომადგენლებს შორის ბოლო ორი კვირის განმავლობაში განიხილება.

დიდ ბრიტანეთში, ინფლაციისა და სესხის აღების ხარჯების ზრდის გამო, შინამეურნეობების ფინანსებზე მუდმივი ზეწოლის შესახებ შეშფოთება იზრდება.

ფინანსთა სამინისტროს წყარომ აღნიშნა, რომ ინფლაცია უფრო მდგრადია და მოსალოდნელზე უფრო ძნელია მისი შეჩერება.

დიდ ბრიტანეთში საბაზო ინფლაცია აპრილში 6,8%-მდე გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 31 წლის განმავლობაში. დიდ ბრიტანეთს, იტალიასთან ერთად, ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს G7-ის ქვეყნებში.

დიდ ბრიტანეთის სახაზინო მდივანმა ჯერემი ჰანტმა განაცხადა, რომ გადასახადების შემცირება მომავალ გაზაფხულამდე ნაკლებად სავარაუდოა.