BCD Travel-მა გამოაქვეყნა ანგარიში 2026 წლის ტურისტული ბაზრის განვითარების პერსპექტივებზე, ძირითად რისკებს და გადაწყვეტილებებზე, ასევე განახლებული ინფორმაცია ავიამგზავრობის, სასტუმროებისა და ავტომობილის გაქირავების ფასების შესახებ.
კვლევაში ასევე მოცემულია მდგრადი განვითარების მნიშვნელოვანი ტენდენციების მიმოხილვა.
Oxford Economics-ის ვერსიით, 2026 წელს მსოფლიო შესაძლოა 2009 წლის შემდეგ ყველაზე სუსტი ეკონომიკური ზრდის წინაშე აღმოჩნდეს (2020 წლის გამოკლებით) — 2.6%. ინფლაცია, სავარაუდოდ, ნელ-ნელა შემცირდება და საშუალოდ 3%-ს გადააჭარბებს.
ძირითადი რისკები, რომლებიც კომპანიებმა უნდა გაითვალისწინონ საქმიანი მოგზაურობის დაგეგმვისას, მოიცავს ექსტრემალურ ამინდის პირობებს, რეგიონულ დაძაბულობას და მიმდინარე კონფლიქტებს, სასაზღვრო პოლიტიკის შეცვლას, კიბერშეტევების ზრდას და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დეზინფორმაციის გავრცელებას, დაავადებების მუდმივ საფრთხეს და მასშტაბური ღონისძიებების დროს შეზღუდულ განთავსებისა და სახმელეთო ტრანსპორტირების ვარიანტებს.
საერთო ჯამში, გლობალური ავიაბილეთების ინფლაცია, სავარაუდოდ, ზომიერი იქნება, რაც ძირითადად კონტინენტთაშორისი და არა რეგიონალური მოგზაურობებით იქნება განპირობებული.
მსოფლიოში სასტუმროს ნომრის საშუალო დღიური ფასი 4.9%-ით გაიზრდება. რეგიონებს შორის ფასების სხვაობა სხვადასხვა ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, თურქეთში პერსონალისა და შრომის ხარჯების ზრდიდან დაწყებული იაპონიაში დასვენების მაღალი მოთხოვნით დამთავრებული. აფრიკაში, აზიასა და ევროპაში ინფლაციის საერთო მაჩვენებელი 4-6%-ის ვიწრო დიაპაზონში დარჩება; ყველაზე მაღალი ინფლაცია ახლო აღმოსავლეთში, 8%-ის ოდენობით, არის მოსალოდნელი.
კორპორატიული კლიენტებისთვის ავტომობილების გაქირავების ფასები გააგრძელებს ზრდას. თუმცა, BCD ვარაუდობს, რომ 2026 წელს გაქირავების ტარიფების ზრდა 2025 წელთან შედარებით ოდნავ დაბალი იქნება, 2-4%-ის ოდენობით.