გერმანული საფოსტო და ლოგისტიკური კომპანია DHL Group (ყოფილი Deutsche Post DHL Group) გეგმავს თავისი ორგანიზაციული სტრუქტურის ოპტიმიზაციას, რათა გაამარტივოს და გახადოს იგი უფრო მოქნილი, იტყობინება DHL პრესსამსახური.

კერძოდ, კომპანია გეგმავს გერმანიაში წერილებისა და ამანათების მიწოდების ოპერაციების (Post & Parcel Germany) და ელექტრონული კომერციის ბიზნესის გამიჯვნას.

ოპერაციების ოპტიმიზაცია უნდა დაეხმაროს DHL-ს მიაღწიოს მიზნის მიღწევაში რაც 2030 წლისთვის 2023 წლის დონესთან შედარებით შემოსავლების 50%-ით გაზრდას გულისხმობს.

DHL ელის 2024 წლისთვის დასახული ფინანსური მიზნების მიღწევას და გეგმავს წმინდა მოგების 40-60% გამოყოს აქციონერების დაჯილდოვებისთვის.

კომპანიამ, რომელმაც აქციების გამოსყიდვის პროგრამის მოცულობა მარტში 1 მილიარდი ევროდან 4 მილიარდ ევრომდე გაზარდა, უკვე იყიდა 2,8 მილიარდი ევროს ღირებულების აქციები. ეს პროგრამა 2025 წლამდე გაგრძელდა.

DHL-მა 24 სექტემბერს განაცხადა, რომ მისი მენეჯმენტი ოპტიმისტურად იყო განწყობილი გერმანული ამანათების ბიზნესის პერსპექტივის მიმართ, რომელიც რჩება მისი ევროპული სტრატეგიის ცენტრში, მაგრამ გააფრთხილა, რომ ამანათების მოცულობა სავარაუდოდ შემცირდება მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში.

2024 წლის დასაწყისიდან DHL-ის კაპიტალიზაცია 14,6%-ით შემცირდა.

interfax