სამზარეულო ის ადგილია, სადაც ოჯახის წევრები იკრიბებიან, ამზადებენ საკვებს, ერთად ატარებენ დროს და საუბარში საათები გაჰყავთ. თანამედროვე ცხოვრების რიტმი კი ხშირად მეტ კომფორტს, დროისა და ენერგიის  მაქსიმალურ დაზოგვას მოითხოვს. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ შექმნა „კუპერსბერგმა“ ინდუქციური ზედაპირი - მოწყობილობა, რომელიც აერთიანებს ინოვაციურ ტექნოლოგიებს, ერგონომიულ დიზაინსა და მრავალფეროვან ფუნქციებს.

ინოვაციური გადაწყვეტა, რომელიც ცვლის კერძების მომზადების პროცესს

ინდუქციური ზედაპირი თანამედროვე სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ტექნიკაა. სწორედ ამიტომ,  ამ პროდუქტის უნიკალურ მახასიათებლებს უფრო დეტალურად გაგაცნობთ.

უნიკალური მახასიათებლები და ტექნოლოგიები

ინდუქციური ზედაპირები რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებლით გამოირჩევა. პირველ რიგში, აღსანიშნავია NEG მინაკერამიკა - იაპონური წარმოების მაღალი ხარისხის ზედაპირი. ეს მასალა უზრუნველყოფს სწრაფ გახურებას და გაცივებას, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს სამზარეულოში მუშაობას და ზრდის ენერგოეფექტურობას.

Booster ფუნქცია პროდუქტის კიდევ ერთი ინოვაციური გადაწყვეტაა. ეს ფუნქცია საგრძნობლად აჩქარებს ინდუქციური ზედაპირის გახურების პროცესს, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია მასში,  როდესაც სწრაფად გჭირდებათ წყლის ადუღება ან ტაფის გახურება.

Flexi-Zone ტექნოლოგია კი საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჭურჭელი ერთ დიდ ზონაზე. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როდესაც დიდი ტაფების ან უჩვეულო ფორმის ჭურჭლის გამოყენებას გეგმავთ.

კომფორტი და უსაფრთხოება პირველ ადგილზე

„კუპერსბერგი“ სამზარეულოს ტექნიკის წარმოებისას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მომხმარებლის კომფორტსა და უსაფრთხოებას. მაგალითად, ინდუქციური ზედაპირების Stop and Go ფუნქცია საშუალებას გაძლევთ დროებით შეაჩეროთ მომზადების პროცესი და მოგვიანებით იმავე პარამეტრებით განაგრძოთ.

ავტოგათიშვის ფუნქცია უსაფრთხოების კიდევ ერთი ზომაა. ეს ფუნქცია ავტომატურად ამცირებს სიმძლავრეს და უმოქმედობის შემთხვევაში ზედაპირს თიშავს. ეს არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ენერგიის დაზოგვის საშუალებაცაა.

ბლოკირების ფუნქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახებისთვის, სადაც პატარა ბავშვები არიან. სისტემა გიცავთ ზედაპირის შემთხვევითი ჩართვისგან.

ინდუქციურ ზედაპირებში ინტეგრირებულია ნარჩენი სითბოს ინდიკატორი, რომელიც გატყობინებთ, რომ ზედაპირი ჯერ კიდევ ცხელია. ეს გეხმარებათ თავიდან აიცილოთ შემთხვევითი დამწვრობები და ასევე გაძლევთ ინფორმაციას, როდის შეგიძლიათ უსაფრთხოდ გაწმინდოთ ზედაპირი.

ინტუიციური მართვა და დამატებითი ფუნქციები

,,კუპერსბერგის” ინდუქციური ზედაპირები გამოირჩევა მოხერხებული და ინტუიციური მართვის სისტემით. სლაიდერ კონტროლი საშუალებას გაძლევთ მარტივად, ერთი თითის მოძრაობით დაარეგულიროთ ტემპერატურა. ეს არა მხოლოდ ამარტივებს მართვას, არამედ ზრდის ტემპერატურის კონტროლის სიზუსტეს.

ტაიმერის ფუნქციის დახმარებით კი შეგიძლიათ დააყენოთ კერძის  მომზადებისათვის საჭირო დრო და დადგენილი პერიოდის გასვლის შემდეგ ზედაპირი ავტომატურად გამოირთვება. ეს საშუალებას გაძლევთ მომზადების პარალელურად სხვა საქმითაც თავისუფლად დაკავდეთ.

„კუპერსბერგის“ ინდუქციური ზედაპირები აღჭურვილია გალღობის, გაცხელებისა და მოშუშვის რეჟიმებით, რაც პროდუქტს მრავალფუნქციურსა და ერგონომიულს ხდის.

ენერგოეფექტურობა და ეკოლოგიური მიდგომა

ინდუქციური ზედაპირები მიეკუთვნება A+ ენერგოეფექტურობის კლასს, რაც ნიშნავს დაბალ ენერგომოხმარებას. ეს არა მხოლოდ ამცირებს თქვენს კომუნალურ ხარჯებს, არამედ ნაკლები ეკოლოგიური ზიანის მომტანიცაა.

ამრიგად, გერმანული ხარისხი, ინოვაციური ტექნოლოგიები და იტალიური დიზაინი ერთად ქმნის პროდუქტს, რომელიც არა მხოლოდ გააუმჯობესებს თქვენს კულინარიულ გამოცდილებას, არამედ გაამარტივებს ყოველდღიურ საქმიანობას სამზარეულოში.

გაეცანით ,,კუპერსბერგის" ინოვაციურ სამზარეულოს ტექნიკას ვებსაიტზე ან ეწვიეთ შოურუმს მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 14.

(R)