გერმანული Deutsche Bank ხარჯების შესამცირებლად 3500 თანამშრომელს ათავისუფლებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, ეს კომპანიის თანამშრომლების მთლიანი რაოდენობის, დაახლოებით 4%-ია. თანამდებობიდან გათავისუფლება, ძირითადად, „ბექ-ოფისის“ თანამშრომლებს შეეხებათ.

2015-2021 წლებში თანამშრომელთა რაოდენობა თანდათან 100 000-დან 83 000 კაცამდე შემცირდა, თუმცა მას შემდეგ კვლავ 90 000-ს გადააჭარბა.