აშშ-ში, დეტროიტში, ელექტრო მანქანებისთვის პირველი უსადენო დამუხტვის გზა ამოქმედდა. 2024 წლიდან ასეთი გზების ქსელის გაფართოება მიჩიგანის შტატში იგეგმება. ამის შესახებ Electrek ვებსაიტზე იტყობინება.

პროექტზე ქალაქი დეტროიტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მიჩიგანის ტრანსპორტის სამინისტრო და კომპანია Electreon-ი მუშაობდა.

ახალ დამონტაჟებულ გზას შეუძლია ელექტრო მანქანების დამუხტვა Electreon მიმღების საშუალებით, რომელიც მანქანის ბატარეას ენერგიას მოძრაობის დროს გადასცემს.

დატენის ეს სიჩქარე მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ტრადიციული დამტენი სადგურები. თუმცა, უკაბელო დატენის მქონე გზები აღმოფხვრის ელექტრომობილების მფლობელების საჭიროებას, თავად შეავსონ ბატარეა.

ამჟამად პროექტი ტესტირების ეტაპზეა. ექსპერტები Ford E-Transit ფურგონს იყენებენ კვლევისთვის.

გზის ამ მონაკვეთთან ასევე დამონტაჟებულია 2 სტატიკური ინდუქციური დამტენი სადგური. ისინი საშუალებას იძლევა, მძღოლებმა დატენონ თავიანთი ელექტრო მანქანა გაჩერების შემთხვევაში.