„დარწმუნებული არ ვარ, რომ ამ ხალხთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია“ - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მედიასთან განაცხადა, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტები ირანში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესდნენ.
რუბიო აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებები უნდა მოიცავდეს.
„მისი ბალისტიკური რაკეტების პრიგრამის შეზღუდვას , რეგიონში ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერას, ბირთვულ პროგრამასა და საკუთარი ხალხისადმი სატანადო მოპყრობას“,- აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
მოლაპარაკებების ფორმატთან დაკავშირებით კი მარკო რუბიოს აზრით, ქვეყნებს შორის შეხვედრა შესაძლოა საერთოდ არ შედგეს.
„ჩვენ მივიჩნევდით, რომ თურქეთში უკვე გვქონდა დადგენილი ფორუმი, თუმცა ირანიდან წამოსული წინააღმდეგობრივი ცნობების შემდეგ დეტალები ჯერ კიდევ მუშავდება. ვნახავთ, შევძლებთ თუ არა ამის მოგვარებას“, - აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.