სომხეთს დამოუკიდებლობისთვის სჭირდება, რომ კონფლიქტისგან თავისუფალი იყოს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნული დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მიმართვაში განაცხადა.
„დამოუკიდებლობა, რაც არ უნდა მაღალი მიზანი იყოს ის, რეალურად არის საშუალება კიდევ უფრო მაღალი მიზნის მისაღწევად. ეს არის ჩვენი მომავალი თაობის ბედნიერება.
ჩვენ მათ უნდა გადავცეთ სომხეთი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი თავი და ააშენონ თავიანთი ბედნიერება თავისუფალი და შემოქმედებითი შრომით.
დღეს კი სომხეთში დამტკიცებულია ამის ხელშემწყობი მრავალი წინაპირობა: დემოკრატია, ეკონომიკური და ნებისმიერი კანონიერი საქმიანობის თავისუფლება, კანონის წინაშე ყველას თანასწორობა, პრინციპული ანტიკორუფციული პოლიტიკა, ეკონომიკური აქტივობა - ეს ყველაფერი აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა. იმისათვის, რომ ეს პირობები იყოს სრული, საჭიროა მშვიდობა, ანუ უკონფლიქტო გარემო. მშვიდობა ფაქტორია, რომელიც უზრუნველყოფს როგორც უსაფრთხოებას, ასევე დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.
ბევრს მიაჩნია, რომ ამ დაძაბულ რეგიონულ გარემოში, დროდადრო სამხედრო კონფლიქტების ფონზე, მშვიდობაზე საუბარი არ არის ადეკვატური, მაგრამ, განსაკუთრებით ამ პირობებში, მშვიდობა უნდა იყოს დაფასებული და მშვიდობა არ უნდა აგვერიოს ზავში ან ცეცხლის შეწყვეტაში. მშვიდობა არის გარემო, რომელიც თავისუფალია კონფლიქტებისგან, სახელმწიფოთაშორისი, ეთნიკური კონფლიქტებისგან. ეს გზა ადვილი არ არის, ის გადის გარე და შიდა შოკებზე და ეს გზა უნდა გავიაროთ დამოუკიდებლობისთვის, სახელმწიფოებრიობისთვის, მომავლისთვის“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.