აშშ-ის პრეზიდენტი ირანს ახალი დარტყმებით დაემუქრა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ალასკაში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

„დაელოდეთ და ნახავთ, რას ვუზამთ ირანს. მათ სერიოზულ პრობლემებს შევუქმნით“, – განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ირანთან ომის შედეგად ნავთობის ფასების ზრდა „მცირე ფასია“ იმ მიზანთან შედარებით, რომ თეირანს ბირთვული იარაღის მოპოვების შესაძლებლობა არ მიეცეს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანისთვის ბირთვული იარაღის ფლობა გაცილებით დიდ საფრთხეს შექმნიდა.

„თუ გინდათ, ნახოთ, რას ნიშნავს ნამდვილი პრობლემები, მიეცით ირანს ბირთვული იარაღის ფლობის შესაძლებლობა. ეს უკვე ნამდვილი პრობლემა იქნება“, – აღნიშნა ტრამპმა.

1tv.ge