ამერიკული სამომხმარებლო საქონლის მწარმოებელმა კომპანიამ  Colgate-Palmolive Co. პირველ კვარტალში წმინდა მოგება მესამედით შეამცირა, რამაც ხელი არ შეუშალა მას მიმდინარე წლის პროგნოზის გაუმჯობესებაში.

კომპანიის პრესრელიზის მიხედვით, წმინდა მოგებამ იანვარ-მარტში შეადგინა $372 მილიონი, ანუ 45 ცენტი აქციაზე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული 559 მილიონი დოლარის, ანუ ერთ აქციაზე 66 ცენტთან შედარებით. კორექტირებული მოგება 74 ცენტიდან 73 ცენტამდე დაეცა.

იმავდროულად, შემოსავალი გაიზარდა 8,5%-ით და მიაღწია 4,77 მილიარდ დოლარს, წინა წლის 4,39 მილიარდ  დოლართან შედარებით. ორგანული ზრდა იყო 10%.

ჩრდილოეთ ამერიკაში კომპანიის გაყიდვები გასულ კვარტალში გაიზარდა 3,5%-ით, ლათინურ ამერიკაში - 12,5%-ით, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში - 1,5%-ით, აფრიკასა და ევრაზიაში - 8%-ით.

Hill's შინაური ცხოველების საკვების ბიზნესი შემოსავლები  21,5%-ით გაიზარდა. ეს განყოფილება კომპანიის მთლიანი შემოსავლის 22%-ს შეადგენს.

Colgate ახლა პროგნოზირებს შემოსავლების 3-6%-იან ზრდას 2023 წელს, ძველი პროგნოზი 2-5% იყო. კომპანია ასევე ელოდება ერთ აქციაზე მოგების ზრდას მინიმუმ 10%-ით, კორექტირებული მოგება - 4-6%-ით.

კომპანიის ინფორმაციით, კბილის პასტების მსოფლიო ბაზარზე მას 40,2% უჭირავს, კბილის ჯაგრისების (არაელექტრო) ბაზარზე კი  – 30,6%.

Colgate-Palmolive-ის აქციების შეთავაზებები  პარასკევს წინასწარი ვაჭრობისას 1,7%-ით გაიზარდა. ბოლო სამი თვის განმავლობაში კომპანიის საბაზრო ღირებულება თითქმის 9%-ით, $63,7 მილიარდამდე, ხოლო S&P 500 საფონდო ინდექსი 1,6%-ით გაიზარდა.

Colgate-Palmolive აწარმოებს სხეულისა და პირის ღრუს მოვლის საშუალებებს, საყოფაცხოვრებო ქიმიკატებს და შინაური ცხოველების საკვებს. კომპანია მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში და რეგიონშია შესული.