ბელარუსში ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, - ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელარუსის პრეზიდენტის თანამდებობა მეშვიდე ვადით ოფიციალურად დაიკავა.
„ჩვენს „დიქტატურაზე“ მსოფლიოს ნახევარი ოცნებობს, ჩვენი ხალხის ნამდვილი საქმისა და ინტერესების დიქტატურაზე. ბელარუსში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა. ჩვენ უფრო მეტი დემოკრატია გვაქვს, ვიდრე მათ, ვინც საკუთარ დემოკრატიას სტანდარტს უწოდებს“, - განაცხადა ლუკაშენკომ სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 26 იანვარს ჩატარდა. ცესკო-ს მონაცემებით, არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმების 86.82%-ით გაიმარჯვა.