ჩი­ნურ­მა კომ­პა­ნია Henan Kuangshan Crane-მა გა­და­წყვი­ტა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი წელი უჩ­ვე­უ­ლო მე­თო­დით აღე­ნიშ­ნა.

კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 13 თე­ბერ­ვალს გა­მარ­თულ ყო­ველ­წლი­ურ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ერ­თმა­ნეთს სა­ბან­კე­ტო მა­გი­დე­ბი მი­ად­გეს და მას­ზე 26 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ბანკნო­ტე­ბი გა­ნა­თავ­სეს, სა­ი­და­ნაც თა­ნამ­შრომ­ლებს სახ­ლში იმ­დე­ნი ფუ­ლის წა­ღე­ბა შე­ეძ­ლოთ, რამ­დე­ნის ტა­რე­ბა­საც შეძ­ლებ­დნენ.

ზე­იმს და­ახ­ლო­ე­ბით 7 000 ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო, აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნელს, ცუი პე­ი­ძუნს ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც აქ­ცი­ე­ბის 98.88 %-ს ფლობს. სწო­რედ მისი იდეა იყო რომ თან­ხის პირ­და­პირ ან­გა­რი­შებ­ზე ჩა­რი­ცხვის ნაც­ვლად, რაც, მისი თქმით, "უბ­რა­ლოდ, ცა­რი­ელ ციფ­რებს წარ­მო­ად­გენს“, ბო­ნუ­სე­ბი უჩ­ვე­უ­ლო მე­თო­დით გა­ე­ცათ.

Henan Kuangshan Crane 2002 წელს და­არ­სდა და საქ­მი­ა­ნო­ბას 130-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში ახორ­ცი­ე­ლებს.

კომ­პა­ნი­ას თა­ნამ­შრო­მელ­თა მი­მართ გუ­ლუხ­ვო­ბის ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რია აქვს.

მა­გა­ლი­თად, 2024 წელს კომ­პა­ნი­ამ 38 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის სუფ­თა მო­გე­ბა და­ა­ფიქ­სი­რა, რომ­ლი­და­ნაც და­ახ­ლო­ე­ბით 24 მი­ლი­ო­ნი თა­ნამ­შრომ­ლებს გა­და­ე­ცათ.

2023 წელს კომ­პა­ნი­ამ 8.5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­დას­ცა თა­ვის 40 ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ თა­ნამ­შრო­მელს, ხოლო სამ­მა სა­უ­კე­თე­სო გამ­ყიდ­ველ­მა სა­თი­თა­ოდ 730 000 დო­ლა­რი მი­ი­ღო.

თა­ვად პე­ი­ძუ­ნი აცხა­დებს რომ “ფუ­ლის და­რი­გე­ბა უყ­ვარს, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდე­ბის დახ­მა­რე­ბა, რომ­ლებ­საც მან­ქა­ნის სეს­ხე­ბი და იპო­თე­კუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აწევთ კი­სერ­ზე და მათ მი­მართ ნე­ბის­მი­ე­რი დახ­მა­რე­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია“

წყა­რო

ambebi.ge