ჩინურ კოსმოსურ სადგურ „ტიანგონგზე“ ხმელეთის ბაქტერიების ახალი შტამი, Niallia tiangongensis, აღმოაჩინეს. ნიმუშები 2023 წლის მაისში შეგროვდა, წერს hightech.fm.
კოსმოსური სადგურის კაბინაში ახალი შტამი აღმოაჩინეს. ნიმუშები შეგროვდა სტერილური ხელსახოცების გამოყენებით, რომელიც გაყინეს და დედამიწაზე ჩამოიტანეს. დედამიწის მიღმა მიკრობების ქცევის შესწავლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ასტრონავტების ჯანმრთელობის დაცვისა და კოსმოსური ხომალდების სისტემების შენარჩუნებისთვის.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ აღმოჩენილ Niallia tiangongensis-ს შეუძლია ექსტრემალურ კოსმოსურ პირობებთან ადაპტაცია.
კოსმოსში ამ შტამის გადარჩენის გზების გაგება მეცნიერებს დაეხმარება მიკრობების კონტროლის სტრატეგიების შემუშავებაში არა მხოლოდ კოსმოსში, არამედ სოფლის მეურნეობასა და მედიცინაშიც გამოსაყენებლად. გარდა ამისა, მიკრობის უნარი, დაშალოს გარკვეული ორგანული ნაერთები, ნარჩენების ძვირფას რესურსებად გადაქცევის ახალ გზებზე მიუთითებს.
ვრცლად: hightech.fm