Patek Philippe-ის საათი, რომელსაც ცინის დინასტიის ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორი ატარებდა, სამშაბათს ჰონგ კონგში აუქციონზე 5,1 მლნ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება.
პუიმ, ცინის დინასტიის უკანასკნელმა იმპერატორმა, საათი თავის მთარგმნელს გეორგი პერმიაკოვს აჩუქა, რომელიც 1945-1950 წლებში, საბჭოთა კავშირში, პუის კომპანიონი იყო. დღემდე არ არის ცნობილი, როდის და როგორ მიიღო თავად პუიმ ეს საათი, რომელიც 1937 წელს დამზადდა.
Phillips-მა თავდაპირველად საათი 3 მლნ დოლარად შეაფასა, თუმცა აუქციონზე მისი ფასი გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული საათი Patek Philippe Grandmaster Chime იყო. 2019 წელს ის 31 მლნ დოლარად გაიყიდა.