ჩინეთის ეკონომიკა, ნულოვანი COVID-19-ის პოლიტიკის მკაცრი შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, წინა წელთან შედარებით, I კვარტალში 4,5%-ით გაიზარდა. მონაცემებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სტატისტიკის ეროვნული ბიურო აქვეყნებს.
გასულ თვეში ჩინეთმა 2023 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ით ზრდა დააფიქსირა. მაშინ როცა 2022 წლისთვის დეკლარირებული 5.5%-იანი მიზანი არ შესრულდა და წლიური ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 3% იყო.
I კვარტალში ჩინეთის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი ნომინალური თვალსაზრისით დაახლოებით $1,579,6 იყო, რაც 5,1%-ით მეტია გასულ წლის მონაცემზე. ქალაქებში უმუშევრობის დონე იანვარ-მარტში 0,1 პროცენტული პუნქტით შემცირდა 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით და 5.5% შეადგინა.
სტატისტიკის სამსახურის სპიკერმა ფუ ლინჰუიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ წლის პირველ სამ თვეში ქვეყნის ეკონომიკამ აჩვენა სტაბილური აღდგენა და კარგი დასაწყისი, რის გამოც ბაზრის მოლოდინები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.