ჩინეთის ხელისუფლებამ უკვე შეაჩერა გარიგება, რომლის მიხედვითაც ამერიკულ საინვესტიციო ფონდს, Black Rock-ს უნდა შეეძინა ორი ჩინური პორტი პანამის არხზე. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

შეთანხმების ხელმოწერა დაგეგმილი იყო მომდევნო კვირისთვის, რომლის მიხედვითაც Black Rock-ი აპირებდა ჰონგ კონგის კომპანია CK Hutchison Holdings Ltd. -ის საკონტროლო პაკეტის შესყიდვას, რომელსაც აქვს წილები მსოფლიოს სხვადასხვა 43 პორტში.

როგორც ირკვევა, ეს გარიგება ჩინეთის ანტიმონოპოლიურმა სახელმწიფო ორგანოებმა დაბლოკეს.

Black Rock-თან გარიგება განიხილებოდა როგორც „რეგიონში დაძაბულობის შემცირების გზა“ მას შემდეგ, რაც ტრამპმა დაიწყო მუქარა პანამის არხის წართმევით. მოგვიანებით მან დადებითად ისაუბრა მომავალ გარიგებაზე, თუმცა როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.