სამხრეთ ჩინეთში, ტაიფუნი ჰაიკუის მიერ გამოწვეული წყალდიდობის დროს, ფერმიდან 75 ნიანგი გაიქცა. BBC იუწყება, რომ ნიანგებმა გაქცევა მაშინ მოახერხეს, როცა მაომინგის ტბა, სადაც ფერმა მდებარეობს, ნაპირებიდან გადმოვიდა.
სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ მხოლოდ 8 მათგანი დაიჭირეს, ზოგი ცოცხლად აიყვანეს, ზოგიერთს უსაფრთხოებისთვის ესროლეს.
ნიანგების გაქცევის შედეგად არავინ დაშავებულა. ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ ზოგიერთი გაქცეული ქვეწარმავალი შესაძლოა წყლის სიღრმეში იმალებოდეს.
ახლომდებარე სოფლების მცხოვრებლებს სახლში დარჩენა სთხოვენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ფერმიდან 69 ზრდასრული და 6 ძალიან ახალგაზრდა ნიანგი გაიქცა. სიამის ნიანგები მტკნარი წყლის ქვეწარმავლები არიან, რომელთა სიგრძე სამ მეტრს აღწევს.
გამოცემა წერს, რომ ქალაქ მაომინში (გუანგდონგის პროვინცია) ნიანგების რამდენიმე ფერმაა. მათ ტყავის წარმოებისა და ხორცისთვის იყენებენ.
შეგახსენებთ, რომ ტაიფუნი ჰაიკუი სამხრეთ აზიაში - ჰონგ კონგში, ტაივანში, იაპონიასა და ჩინეთის ზოგიერთ რაიონში - ერთ კვირაზე მეტია მძვინვარებს.